00:56 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 14:36:26, 1641 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ყველა ობიექტს ვამოწმებთ, სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მერია დედაქალაქში არსებულ ყველა ობიექტს, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს ამოწმებს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, უხარისხო მუშაობის შედეგების გამოსწორება უწევთ:

„ჩვენ დეტალურად ვამოწმებთ ყველა ობიექტს თბილისში, ბაღებს, სპორტულ კომპლექსებს, მეტროსადგურებს, სამწუხაროდ, უხარისხო მუშაობის შედეგები ფეხდაფეხ მოგვყვება და უკვე იჩენს თავს. ძალიან ბევრი საქმეა წინ.შემოწმება, მონიტორინგი უკვე როგორც არსებულის და ზოგადად გაკეთებულის გამოსწორება გვიწევს.  ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხს. განსაკუთრებული ყურადღება იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს და ახალი აშენებული  შენობა ნაგებობების ხარისხზე იქნება დიდი ყურადღება გამახვილებული“,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოინგრა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორს ოპერაცია უტარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics