|
2018-01-29 13:29:02, 1843 ნახვა
სხვადასხვა
ბრიტანეთის მოქალაქის მეუღლე - თბილისის ერთ-ერთ კლუბში 5000 ლარი მოტყუებით გადაახდევინეს
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი სალომე კაჭარავა წერს, რომ მის მეუღლეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, კლუბ „ოთახში“ 5 000 ლარი გამოსძალეს. როგორც კაჭარავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, კრისტოფერ უეიქი კლუბში 15 წუთი გაჩერდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ბარის პერსონალის მტკიცებით, მან 900 ლარი დახარჯა. „ძალაინ კარგად ორგანიზებული აფიორის მსხვერპლი გავხდით რამდენიმე კვირის წინ. მოკლედ საქართველოში ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს კრისი (ჩემი მეუღლე, ბრიტანეთის მოქალაქე და უზომოდ შეყვარებული სქართველოზე, ამჟამად ძალიან იმედგაცრუებული) შეხვდა მის შოტლანდიელ მეგობარს ერთ-ერთ ბარში ახვლედიანის ქუჩაზე (ყოფილი პეროვსკაია), იქიდან გამოსულებმა, სანამ ტაქსი მოვიდოდა შეიარეს იქვე ერთ ერთ კლუბ-სოროში ოთახი (club Otakhi), სადაც „რუსთავი 2-თან“ საუბარში კლუბ „ოთახის“ მენეჯერი ამტკიცებს, რომ მოქალაქემ ბარში 5 007 ლარის ღირებულების სასმელი შეუკვეთა, საბოლოოდ კი 5 000 ლარი გადაიხადა. ბარის პერსონალს არ ახსოვს, კონკრეტულად რა მოითხოვა კრისტოფერ უეიქმა. ამბობენ, რომ ამის ვიდეოჩანაწერიც აქვთ, მაგრამ „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში მათ არც ვიდეოჩანაწერი უჩვენებიათ და არც შეკვეთის ქვითარი. კლუბ „ოთახის“ ბარში ყველაზე დიდი ღირებულების სასმელი „ჩივას რეგალია“, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება 300 ლარია.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)