22:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 17:11:23, 2727 ნახვა

სხვადასხვა
ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს პატივი მიაგეს

ქობულეთის #1 და #2-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მოსწავლეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ, ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გადაწყვიტეს, რომ თანადგომა ამ ფორმით გამოეხატათ და პატივი მიეგოთ გარდაცვლილი ბავშვებისთვის და მათი მშობელბისთის.

მოსწავლეებთან ერთად  სასტუმრო „არმაზთან“ იმყოფებოდა ქობულეთის მკვიდრი საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი ევროპის პარლამენტში გიორგი ქათამაძე, მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ქობულეთში მომხდარი უბედური შემთხვევა, არა მხოლოდ რუსთავისა და ქობულეთის, არამედ სრულიად საქართველოს ტრაგედიაა, 

 "გავრცელდა ბრალდებები, რომელიც არის დაუზუსტებელი. ამით ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის დეკლარაციის ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია ადამიანის უფლება, რომ ის არის უდანაშაულო სანამ არ დამტკიცდება მისი დანაშაული. შესაბამისად, ამ მუხლის დარღვევა რომ არ მოხდეს, როდესაც ქვეყანას აქვს ევროპეიზაციის და ევროინტეგრაციის ამბიცია, მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ და გამოძიებას და ექსპერტიზას სცენ პატივი და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, რომელიც იქნება საფუძვლიანი", - განაცხადა გიორგი ქათამაძემ.

თათული ქათამაძე "ექსპრესნიუსისთვის" ქობულეთიდან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics