18:52 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 10:59:10, 2584 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკაში ჩავიდა სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ  ინფორმაცია  „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.

„ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მივირებთ მონაწილეობას და ასევე შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტს,  ბარონ დივავეს ვაქას“,- განაცხადა კოვემ.

მან აღნიშნა, რომ „ოფიციალურ“ შეხვედრაზე, მხარეები მომავალ დიპლომატიურ ურთიერთობებს და პერსპექტივებს განიხილავენ. 

ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვეს გარდა,  ე.წ. ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია შედიან.

ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics