|
2018-01-25 12:40:36, 2551 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: ოლიგარქები ბოლოს მოუღებენ უკრაინას, რადგან ქვეყანა შესაძლოა მალე ნაწილებად დაიშალოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქვეყნიდან გაძევებას სხვადასხვა უკანონო მეთოდებით ცდილობს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გერმანულ ტელეკომპანია Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი შედეგების მიღწევაა. მან ასევე საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. „მაიდნის შემდეგ ვერავინ შეძლო კიევის ქუჩებში ამდენი ხალხის მობილიზება, როგორც ეს ჩვენ შევძელით. საზოგადოების თანადგომის გარეშე ჩვენ ბევრს ვერ მივაღწევთ. იმ დროს როდესაც სასამართლო სისტემა მარცხს განიცდის, არ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, შენი გზავნილის გავრცელების ერთადერთი გზა ხალხთან ურთიერთობაა. შემიძლია დღესვე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წავიდე. მაგრამ როდესაც ოლიგარქები იმარჯვებენ საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში და ზოგადად მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ. ოლიგარქები ბოლოს მოუღებენ უკრაინას, რადგან ქვეყანა შესაძლოა მალე ნაწილებად დაიშალოს. მე არ შემიძლია დავჯდე ჰოლანდიაში და ამ პროცესებს შორიდან ვუყურო. უკრაინას სჭირდება ცვლილებები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)