01:35 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 14:22:22, 431 ნახვა

პოლიტიკა
ნორლანდი: მაგალითად, ინგლისში არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები არჩევნების შედეგებისგან განსხვავდებოდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი NDI–ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც ნორლანდმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით კვლევის შედეგებს არ გაცნობია, თუმცა მისი თქმით, მოსახლეობის აზრის კვლევა ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს განვითარების საშუალებას აძლევს.
ამასთან, აშშ-ის ელჩის თქმით, საყურადღებოა ისიც, რომ მაგალითად ინგლისში არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები სრულიად სხვა სურათს დებდნენ, განსხვავებით იმისგან, რაც არჩევნების შემდეგ იყო.
„მრავალი წლის განმავლობაში NDI, IRI და სხვა კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში მოსახლეობის აზრის კვლევას ატარებენ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს განვითარების საშულებას აძლევს. საინტერესოა შედეგების დეტალურად გაცნობა. ჯერ არ მქონია შესაძლებლობა, კვლევის შედეგებს სრულად გავცნობოდი. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა შეფასების საშუალებას. ინგლისის მაგალითიც უნდა გვახსოვდეს, სადაც არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები სრულიად სხვა სურათს დებდნენ, განსხვავებით იმისგან, თუ რა ვიხილეთ არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ადამიანებს აღელვებთ ეკონომიკური მიმართულება. ფიქრობენ, როგორ უზრუნველყონ ეკონომიკური წინსვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველოში და არამხოლოდ, რეგიონშიც სხვა ქვეყნები ცდილობენ თავიანთი ეკონომიკა კარგ ფორმაში მოიყვანონ. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics