00:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 14:17:07, 397 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია NDI-ის კვლევებზე: საშიში და საგანგაშო არაფერია

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, NDI –ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ჯერჯერობით დეტალურად არ გაცნობია, თუმცა, ფიქრობს, რომ საგანგაშო არაფერია და ქვეყანა პროგრესის გზით მიდის.
მისივე განმარტებით, თუ რატომ არ აისახა პროგრესი შესაბამის კვლევებში, ამას მეთოდოლოგიის ნახვა სჭირდება.
„ვინაიდან EBRD–ის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ვარ ჩართული და დილით თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გვქონდა, კვლევების დეტალურად გაცნობის საშუალება არ მომეცა, მხოლოდ ზოგად მაჩვენებელს ვეცნობი  და გამიჭირდება კონკრეტული კომენტარების გაკეთება. ვფიქრობ, რომ საშიში და საგანგაშო არაფერია. ქვეყანა პროგრესის გზით მიდის და ამ პროგრესს საზოგადოება ხედავს. თუ რატომ არ აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვლევებში, ამას მეთოდოლოგიის ნახვა სჭირდება. კვლევების დეტალურად გაცნობის შემდეგ შევძლებ, რომ ამ თემის შესახებ მეტი ვისაუბრო“,– აღნიშნა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics