|
2018-01-22 12:33:16, 2479 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ სირიაში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები დაშალა
ანკარაში თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე წამოწყებული სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დემონსტრანციები სტამბოლსა და ანკარაში გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სტამბოლში მინიმუმ 12 დემონსტრანტი დააკავეს. მიტინგი ანკარაში მას შემდეგ გაიმართა, რაც პრო-ქურთულმა პარტიამ მოქალქეებს მოუწოდა ქუჩაში გამოსულიყვნენ და მთავრობის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაცია გაეპროტესტებინათ. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში ტანკები შეიყვანა. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 153 დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა თურქულ ქალაქ რეიჰანლიში სარაკეტო იერშის შედეგად, რომელიც აფრინის რაიონიდან განხორციელდა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მძიმე ტექნიკა "სირიის თავისუფლების არმიის" მხარდასაჭერად ქურთებს დაუპირისპირდება. თურქეთის გენშტაბმა სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ 20 იანვარს განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სირიის ტერიტორიიდან გაქცუელ ტერორისტებს დაედევნებიან. „ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ტერორისტები დამალვას. ისინი გაქცევას შეეცდებიან, ჩვენ კი მათ დავედევნებით. თურქეთის შეიარაღებული ძალები აფრინშიმიმდინარე სამხედრო ოპერაციას უახლოეს ხანში დაასრულებენ”, – განაცხადა ერდოღანმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)