|
2018-01-17 17:00:51, 2667 ნახვა
მსოფლიო
აშშ პალესტინელი ლტოლვილების დახმარებას შეამცირებს
ამერიკის შეერთებული შტატების პალესტინელი ლტოლვილების დახმარებას შეამცირებს. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პალესტინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი გაერო-ს დახმარების სააგენტოს დაფინანსება 125 მილიონი დოლარიდან, 60 მილიონამდე შემცირდება. ფინანსური დახმარება იყინება, თუმცა მისი სრული გაუქმება ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰითერ ნაუერტის თქმით, გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო პალესტინელების „დასჯასთან“ მათი უარის გამო ისრაელთან მოლაპარაკებებზე ან პალესტინელების მიერ გაერო-ში კენჭისყრის ჩატარებასთან, რასაც აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საერთაშორისო დაგმობა მოჰყვა. „ეს ნაბიჯი არავის დასჯისკენ არ არის მიმართული“, - განაცხადა ნაუერტმა და იქვე დასძინა, რომ აშშ აღნიშნული სააგენტოს დასაფინანსებლად მხოლოდ 60 მილიონ დოლარს გამოყოფს. გაერო-ს დახმარების სააგენტოს ორგანიზაციის წევრები ნებაყოფლობით აფინანსებენ. აშშ ფინანსური დახმარების პირველი დონორია, რომელმაც 2016 წელს სააგენტოს 368 მილიონი დოლარი გადაურიცხა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)