|
2018-01-17 13:13:51, 741 ნახვა
რეგიონი
პატარაძე: კონსულტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, კონსულგტაციების დასრულებამდე საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. „მინდა ვაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისა მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მკვიდრებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოსა შსს მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის, გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ორმხრივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო. საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება“,-აღნიშნა პატარაძემ. მანვე აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება კონსულტაციების შედეგების შესაბამისად. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)