|
2018-01-12 14:29:55, 2625 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ცესკომ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა, რომელთა შორის ცნობილი ქართველებიც არიან
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა, რომელთა შორის ცნობილი ქართველებიც არიან - ამის შესახებ Rbc.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების სიაში მოხვდნენ: ექიმი ლეო ბოკერია, ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო, მსახიობი მიხეილ ბოიარსკი, მუსიკოსი იგორ კრუტოი და სხვები. მედიის ცნობით, სიაში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი ნდობით აღჭურვილ პირებად 2012 წელსაც დარეგისტრირდნენ. პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას ინფორმაციით, ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი გაიზრდება. სულ 600 კანდიდატი განიხილება. შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს არის დაგეგმილი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)