|
2015-05-12 15:57:08, 801 ნახვა
ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბარტი: საქარველოს ეკონომიკური ზრდის პოზიცია რთულია, მაგრამ არა დაუძლეველი
„საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიცია რთულია, მაგრამ არა დაუძლეველი.ზოგადად რეგიონისთვის რთული ვითარებაა და არა მხოლოდ საქართველოსთვის“, – ამის შესახებ EBRD –ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ჟურნასლიებს საქართველოში ეკონომიკური ზრდის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკან ერთად ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას შეძლებს. „ქვეყნის ეკონომიკური პოზიცია რთულია, მაგრამ არა დაუძლეველი. ძალიან რთული ვირებაა რეგიონში და არა მხოლოდ საქართველოში. მაგრამ, საქარველო უკეთ უმკლავდება ამ სირულეებს ვიდრე სხვა ქვეყნები. ის რაც მოხდა რეგიონში, რაც ხდება რუსეთში, ამან ეკონომიკური ზრდა შეამცირა. თუმცა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის ფუნდამენტი ძლიერია, ამიტომ EBRD –ის საინვესტიციო მოცულობა საკმაოდ მსხვილია, რადგან ჩვენ პოტენციალს ვხედავთ. იმედი მაქვს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას შეძლებს და ზრდა კვლავინდებურად მაღალი იქნება. ის, რომ ჩვენმა საინვესიციო მოცულობამ საქართველოსთან მიმართებაში 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს“, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ. რაც შეეხება EBRD –ის პროგნოზს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით, ჩაკრაბარტის განცხადებით, EBRD ანგარიშს კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც რეგიონში არსებული ვითარება სრულად იქნება მიმოხილული.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)