16:56 - 18 Aug, 2026
|
2018-01-12 14:00:14, 716 ნახვა
რეგიონი
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდან გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე. შეგახსენებთ, რომ წუხელ ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)