12:10 - 21 Aug, 2026
|
2018-01-11 14:16:56, 2261 ნახვა
მსოფლიო
საგამოძიებო ჯგუფი - ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნა აფეთქებამ გამოიწვია
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მარცხენა ფრთა რამდენიმე აფეთქების შედეგად განადგურდა, - ამის შესახებ ავიაკატასტროფის საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა. როგორც გამომძიებელმა, ანტონ მეჩერევიჩმა აღნიშნა, მარცხენა ფრთაში სულ მცირე 3 აფეთქება მოხდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ლაინერის კორპუსის დაზიანების ოფიციალურ მიზეზად ხესთან შეჯახება სახელდებოდა. ავიაკატასტროფის ტექნიკური ანგარიში მიმდინარე წლის აპრილში იქნება მზად, თუმცა ის სრულყოფილი არ იქნება - მასში ახალი თეზისები დაემატება. შეგახსენებთ, 2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი „ტუ- 154“ სმოლენსკის აეროდრომზე დაშვების დროს ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის, პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნები.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)