12:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 11:44:07, 2145 ნახვა

მსოფლიო
მაჩალიკაშვილის ვენაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შს მინისტრმა შეაჩერა

თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა შეაჩერა, - ამის შესახებ Kronen Zeitung იუწყება.

როგორც ავსტრიის შს მინისტრმა აღნიშნა, ISIS-სთან შესაძლო კავშირში ბრალდებულის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვება სარისკო იყო.

„დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, რადგან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, მათ შორის სამკურნალოდაც“, - განმარტა კიკლმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი ავსტრიაში ცნობილ ისლამისტ ფანატიკოსს ახმედ ჩატაევს მხარს უჭერდა.

„ჩატაევი ვენაში 2003-2011 წლებში ცხოვრობდა, შემდეგ კი ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში საბრძოლველად გაემგზავრა. ამ პერიოდში ჩატაევმა სოციალური დახმარების სახით ავსტრიისგან 80 000 ევრო მიიღო. ის ასევე იყო თურქეთში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა“, - წერს სააგენტო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics