16:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 13:12:50, 1796 ნახვა

კომენტარი
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: თურქეთში, „კოჩის“ კლინიკასთან მოლაპარაკება ისევ ძალაშია

პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის განცხადებით, თურქეთში ”კოჩის” კლინიკასთან მოლაპარაკება ისევ ძალაშია.

როგორც მარგოშვილმა აღნიშნა, გერმანიის „შარიტეს“ კლინიკიდან, სადაც მისი დაჭრილი შვილი უნდა გადაეყვანათ, უარყოფითი პასუხი მთავრობის ჩარევის შედეგად მოვიდა.

"რა ვქნათ, "კოჩის" კლინიკაში მაინც გადავიყვანოთ", - განაცხადა მაჩალიკაშვილის დედამ და დასძინა, რომ გერმანიის კლინიკას უარი საქართველოს მთავრობამ ათქმევინა.

მარგოშვილმა მთავრობასაც მიმართა:

„იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ პასუხს, თუ ასეთი დამნაშავეები არიან მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად რატომ დაიარებიან თბილისშიც და ხეობაშიც“, - განაცხადა მაჩალიკაშვილის დედამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics