|
2018-01-08 14:11:27, 8436 ნახვა
Lifestyle
Game of Thrones-ის ავტორის, ჯორჯ მარტინის კიდევ ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებენ
"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" (Game of Thrones) ავტორის ჯორჯ მარტინის კიდევ ერთ ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებენ, - ამის შესახებ Syfy იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ნოველა სახელწოდებით "ღამის მფრინავები" (Nightflyers), Game of Thrones-ის საგამდე 16 წლით ადრე, 1980 წელს შეიქმნა. სწორედ აღნიშნული წიგნის მიხედვით გადაიღებენ ახალ სერიალს. მედიის ცნობით, სერიალში 10 ეპიზოდი იქნება. სერიალის პირველი სერიის რეჟისორი, მაიკ კეჰილი იქნება, რომელიც "I Origins" და "The Magicians"-ზე მუშაობდა. წიგნის ადაპტაციაზე ჯეფ ბულერი იმუშავებს. გამოცემა წერს, რომ თავად მარტინი პროექტში არ ჩაერთვება, რადგან ტელეკომპანია HBO-სთან დადებული აქვს კონტრაქტი "სამეფო კარის თამაშებზე", რის მიხედვითაც მწერალმა თავისი საგა უნდა დაასრულოს. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად: მოვლენები დედამიწის განადგურების შემდეგ მომავალში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში მეცნიერების 8-კაციანი გუნდი და ტელეპატი არიან. ისინი უცხოპლანეტელებთან კავშირის დამყარებას ცდილობენ. ექსპედიციის დროს, რომელსაც ისინი ხომალდით (Nightflyer) ახორციელებენ, გუნდის წევრებს შორის სიტუაცია იძაბება და სიცოცხლისთვის ბრძოლა უფრო რთული ხდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)