11:18 - 21 Aug, 2026
|
2018-01-08 13:54:15, 2380 ნახვა
მსოფლიო
ირანში დაწყებით სკოლაში ინგლისური ენის სწავლა აკრძალეს
ირანში დაწყებით სკოლაში ინგლისური ენის სწავლა აკრძალეს. ინფორმაციას reuters–ი ავრცელებს. „ინგლისურის სწავლა როგორც სახელმწიფო და ასევე კერძო დაწყებით სკოლებში, ეწინააღმდეგება კანონს“, – განაცხადა უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარემ მეჰდინავად ადჰამმა. ოფიციალურად ინგლისური ენის სწავლების აკრძალვა ირანში ახლახან დაწყებულ მასობრივ გამოსვლებს არ უკავშირდება, თუმცა ადრე აიათოლა ჰომენეიმ განაცხადა, რომ დემონსტრანტების ქმედებები საზღვარგარეთიდან იმართება. ირანში ინგლისურის ენის შესწავლას ტრადიციულად 12-14 წლის ასაკიდან იწყებენ. ზოგიერთ სკოლაში უცხო ენის სწავლა უფრო ადრეულ ასაკშიც იყო შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)