18:06 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 10:26:48, 1824 ნახვა

საზოგადოება
ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე დღეს საშობაო მსვლელობა გაიმართება

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე  დღეს მსვლელობა გაიმართება.

მასში მონაწილეობას საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტიქაროსნები და მრევლი მიიღებს.

მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას.

მსვლელობაში   მონაწილეთა ერთი  ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და  ნობათს გადასცემს. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება. ალილოში მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამჯერად პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს. მათ ქვეყნის პირველი პირი  ტკბილეულს  გადასცემს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

 ალილო ტრადიციად 2000 წლიდან იქცა. ეს არის დღე, როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics