18:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 10:23:17, 1737 ნახვა

საზოგადოება
შობა-ახალი წელი კრწანისის რაიონის მოსახლეობას საახალწლო კონცერტით მიულოცეს

კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზემო ფონიჭალაში კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან და საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერის მოადგილემ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მერია მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მიესალმება.

„ვულოცავ მთელ თბილისს შობა-ახალ წელს. განსაკუთრებით კი, ვულოცავ კრწანისის რაიონს, ფონიჭალელებს. დღევანდელ ზეიმზე ძალიან დიდი სიხარულია და ჩვენც ძალიან გვიხარია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

რაიონის მოსახლეობას შობა-ახალი წელი ლევან ჯაფარიძემაც მიულოცა განაცხადა, რომ კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო შობა-ახალი წლის დღესასწაული, როგორც კრწანისის მოსახლეობას, ასევე, მთელ თბილისს. მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და მიხარია, რომ თბილისის მერიისა და კრწანისის რაიონის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ამდენ გახარებულ პატარას ვხედავ“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა.

ზემო ფონიჭალაში გამართულ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს. შესრულდა ასევე, იუმორისტული ნომრები და ცეცხლოვანი შოუ აკრობატების მონაწილეობით.

ღონისძიება ფოიერვერკითა და სასცენო შადრევნით დასრულდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics