00:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 19:47:36, 2572 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კლინტონისა და მისი ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონისა და მისი ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას reuters–ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებს აინტერესებთ, იყო თუ არა ჩართული ფონდი პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა.

სამართალდამცველები ასევე სწავლობენ, იყენებდნენ თუ არა ფონდის აქტივებს პირადი ან პოლიტიკური მიზნებისთვის. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის განცხადებით, გასულ თვეს სულ მცირე ერთი მოწმე მაინც დაიკითხა, მომავალ კვირას კი დამატებითი ზომების მიღება იგეგმება. „კლინტონის ფონდის“ წარმომადგენლების მხრიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა როგორც ადრე განაცხადეს, შემოწირულობის სანაცვლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევა არ ყოფილა.

მიმდინარე მოკვლევას თავად ჰილარი კლინტონი ჯერ არ გამოხმაურებია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics