|
2018-01-05 17:57:42, 2587 ნახვა
მსოფლიო
2017 წელს ევროპაში 171 000-ზე მეტი მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა - 3 000 გზაში დაიღუპა
2017 წელს ევროპაში ჩასული მიგრანტებისა და ლტოლვილების რაოდენობამ 171 000 გადააჭარბა, - ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას Tass ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 3 ათასზე მეტი მიგრანტი გზაში დაიღუპა. "2017 წელს ევროპაში ზღვით 171 635 მიგრანტი და ლტოლვილი შემოვიდა. საუბარია წინასწარ მონაცემებზე. აღნიშნულიდან 119 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი იტალიამ მიიღო, 29 ათასზე მეტი საბერძნეთმა, 21 ათასზე მეტი ესპანეთმა და 1 000-ზე მეტი კვიპროსმა. 2016 წელს მათი საერთო რაოდენობა 363 ათასს აჭარბებდა. ხმელთაშუა ზღვაში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრამდე 3 116 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2016 წელს 5 143 ადამიანი გარდაიცვალა. 2017 წელს ყველაზე რთულად აფრიკიდან იტალიამდე მარშრუტი დარჩა", - განაცხადა მილმანმა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩრდილოეთ აფრიკაში (467 ადამიანი) დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)