12:32 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 16:25:15, 1843 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  შექმნილ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს„ ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან როგორც დარგის, ისე აღნიშნული უწყების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუმსიშვილმა  ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სწორ განვითარებაზე, რომელმაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სანედლეულო ბაზაზე დაყრდნობით დამატებული ღირებულის შექმნასა და ახალი ინდუსტრიების განვითარებას.

შეხვედრაზე განხილული იყო დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე სიახლეები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმები, რომლებიც წიაღის მართვის სფეროში მიმდინარეობს, გაგრძელდება და გახდება უფრო ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. 

პირველი ვიცე-პრემიერი ასევე  საქართველოს სხვადასხვა წიაღისეულის ნიმუშებს გაეცნო, რომლებიც სააგენტოს სადემონსტრაციო დარბაზში იყო განთავსებული.

წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა.

მასში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics