15:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 17:32:07, 684 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთიდან დევნილ ლუბა კიტეიშვილს 100 წელი შეუსრულდა

დღეს, აფხაზეთიდან დევნილ ლუბა კიტეიშვილს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.

ლუბა კიტეიშვილი სოხუმის რაიონი სოფელ ქვემო იაშთხვაში დაიბადა. აჭარაში 1992 წლიდან ცხოვრობს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, ამჟამად დაბა ჩაქვში სახელმწიფოსგან გადაცემულ ბინაში ცხოვრობს. მას 4 შვილი, 7 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავს.

100 წლის ქალბატონს იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცა და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა.

ცნობისთვის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. 2017 წელს, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 36 მოქალაქე ცხოვრობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics