|
2015-05-11 11:19:13, 459 ნახვა
საზოგადოება
NDI: ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე დასახელდა
NDI-ს საზოგადოებრივი განწყობის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები(66%), ფასების ზრდა/ ინფლაცია (43%)და სიღარიბე (39%) დასახელდა. გამოკითხულებს მაქსიმუმ სამი პასუხის დასახელება შეეძლოთ. 27%-თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა, 21% -თვის პენსიები, ხოლო 17% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ხელფასებია. ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულებს უმცირესობის უფლებები (0%), მედიის დამოუკიდებლობა(0%) და ციხეები/ პატიმრები (0%) მიაჩნიათ. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)