|
2017-12-22 18:22:11, 1356 ნახვა
სამხედრო
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ქვედანაყოფების სწავლება-შეფასება მიმდინარეობს
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ათეულები არიან ჩართული. უწყების ცნობით, ოთხი დღის განმავლობაში ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები წვრთნიან. სწავლების დროს ქვედანაყოფები ისეთ უნარ-ჩვევებს იმაღლებენ, როგორიცაა ათეულის ტაქტიკური გადაადგილება, ჩასაფრება, თავდაცვის განხორციელება და მსუბუქი შეიარაღებით კონტაქტზე რეაგირება. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის წინამოსამზადებელი გეგმიური სწავლება-შეფასება, პირველი როტაციის ქვედანაყოფის ათეულების მზადყოფნის სტატუსის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)