2015-05-11 09:06:26, 1040 ნახვა
სამხედრო
დღეიდან ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები იწყება
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დღეს ვაზიანის ბაზაზე ოფიციალურად იხსნება.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება.
სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის "ალფა" ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას.
ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა "ბრედლებისა" და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.
სწავლების ჩატარება 2014 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, ხოლო დაგეგმარების დასკვნითი კონფერენცია 2015 წლის 20-23 იანვარს გაიმართა.
საქართველოში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება 25 მაისს დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან