|
2017-12-21 22:08:48, 1768 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: გუშინ ვნახეთ თავხედობა, მრავალფეროვანი ტყუილი და ვერ ჩავთვლი, რომ ეს დემოკრატია იყო
„ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, ვნახეთ მრავალფეროვანი ტყუილებიც და ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. „ამ ტრიბუნიდან არასაქმიანი საუბარი არ მჩვევია, მაგრამ მოვლენები, რომელიც გუშინ და დღეს განვითარდა მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო. ამ ბოლო ორ დღეს მოვისმინეთ განსხვავებული აზრები, არგუმენტები და თავისტავად ცხადია ეს ყველაფერი არის ბუნებრივი დამახასიათებელი დემოკრატიისთვის. ჩვენ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ გვეამაყება, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს აქ პარლამენტში ჩვენი უმრავლესობის პირობებში. თუმცა ყველა განსხვავება რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება დემოკრატიად. ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, ვნახეთ მრავალფეროვანი ტყუილებიც და ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია. ბატონმა გიგა ბოკერიამ ერთხელ თქვა, რომ ჩვენს და თქვენს შორის არის ფუნდამენტალური განსხვავება, მე მინდა აბსოლუტურად დავეთანხმო. დიახ, ჩვენ შორის მართლაც ფუნდამენტალური განსხვავებაა და მეტსაც გეტყვით 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გაემარჯვა აქ ჩვენ განსხვავებული აზრებით კი არ ვილაპარაკებდით, ამ ნაწილის მინიმუმ 20% ალბათ ციხეში იჯდებოდა“,-აღნიშნა სესიაშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)