18:43 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 12:04:58, 511 ნახვა

საზოგადოება
ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული

ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული  ბავშვების   ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. დანარჩენი ბავშები ქობულეთის გამგეობამ მეზობლად მდებარე სახლში გადაიყვანა და საჭირო პირობებით უზრუნველყო. ადგილზე ჩავიდნენ დაღუპულთა მშობლები.

შეგახსენებთ, დღეს, 05:00 საათზე,  ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. ამ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ.

 ხანძრის შედეგად განადგურდა ბავშვების საყოფაცხოვრებო ნივთები, ბავშვებს ტანსაცმლითა და სხვა საჭიროებებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქობულეთის გამგეობა უზრუნველყოფს.  სასტუმროდან გამომავალი ბოლი საპატრულო ბოლიციამ პატრულირებისას შენიშნა. ხანძრის წარმოშობის მიზეზი არ არის ცნობილი, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც 3 დაღუპული ბავშვი იმყოფებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics