|
2017-12-20 21:33:27, 2952 ნახვა
კომენტარი
კვიციანი კვირიკაშვილს: არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელვდით
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. „მადლობელი ვარ, რომ ჩემი და გაამართლეს, როგორც ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ჩემი და არ იყო იმ ადამიანების მიერ გაწამებული, რომლებიც დღეს აქ თავზე გედგნენ და თავხედობდნენ. თქვენ ბოდიშით დაიწყეთ საზოგადოებასთან დღეს ლაპარაკი, რომ აღელვდით. ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის, პირიქით, მოსახლეობას შეიძლება ის ეწყინათ უფრო რომ დროზე არ აღელვდით, ისეთი გათავხედებული არიან უკვე. ეს არის შედეგი იმ კოჰაბიტაციის, რომელიც თავს მოგახვიეს ჯერ თქვენ და მერე მთელ საქართველოს“, - განაცხადა კვიციანმა. მან პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა: „წარმატებას გისურვებთ და მინდა რომ სამართლიანები იყოთ და ასეთ თავდასხმებს ვერ გიბედავდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ქართული სისხლი აქვთ დალეული“, - აღნიშნა კვიციანმა.
დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა (ვიდეო)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)