|
2017-12-20 14:49:05, 1674 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი ციხიდან არ უნდა გამოვიდეს, რადგან სასჯელს იხდის
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერი დეპუტატის სერგი კაპანაძის კითხვაზე საპასუხოდ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ სცნო, რაც ოპოზიციისთვის სამწუხაროა: „რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს სტრასბურგში, მე ვიზიარებ თქვენს პოლიტიკურ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ვერ შეძელით სტრასბურგის დიდი პალატისთვის გეთქმევინებინათ, რომ ვანო არის პოლიტიკური პატიმარი. პირიქით, დიდმა პალატამ თქვა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. რომ მის დაკავებაში არც ამჟამინდელ პატიმრობაში პოლიტიკური ნიშნები არ იკვეთება.კითხვა იცით ჩემსავით კარგად, ვთქვათ, რომ ჩემზე უკეთესადაც და წაიკითხეთ. ის, რომ მე-18 მუხლი დაირღვა, ეს არ არის ის,რ ასაც თქვენ ელოდით, თქვენ ელოდით პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გავლით, ეს ვერ მოახერხეთ და მე ამ მწუხარებას ვიზიარებ.ვანო უნდა გამოვიდეს თუ არა ციხიდან, მე თუ მეკითხებით, მე ვფიქრობ, რომ ის არ უნდა გამოვიდეს იმიტომ, რომ იხდის სასჯელს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი“,-განაცხადა წულუკიანმა. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)