|
2017-12-20 13:30:26, 1746 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო რესურსების ეფექტური მართვის რეფორმა
საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საჯარო რესურსების ეფექტური მართვა. "იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფისკალური პოლიტის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა, რაც გულისხმობს ფისკალური დისციპლინისა და წესების შემდგომ სრულყოფას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამასთან, ჩვენ შევიმუშავებთ ვალის მართვის სტრატეგიას და არსებული პოლიტიკის მიხედვით ჩვენ ვალს ვიღებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულების შემდგომ დაიწყება ვალის ეტაპობრივი შემცირება. ამასთან, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო კვლევა და ანალიზი, რომლის მიხედვითაც წინასწარ იქნება განსაზრვრული რა ეკონომიკური სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ კონკრეტული პროექტის დაფინანსების შემდგომ. მხოლოდ, ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც რათქმაუნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების და სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ეფექტურობას", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)