|
2017-12-20 13:28:52, 1747 ნახვა
კომენტარი
გახარია: ბოლო სამ კვირაში ჩემი დროის 50% დაკავებული იყო იმით, რომ პოლიციელები დამეცვა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ბოლო პერიოდში პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ცილისწამებაზე და შეურაცხყოფაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც გახარიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, „პოლიციისთვის რაიმეს დაბრალება გახდა ინსტრუმენტი კანონის დარვევის შემთხვევაში, რაღაც ალიბების შეთხზვის“: „იქ, სადაც ეს იქნება ფაქტობრივად დადასტურებული სასამართლოს მიერ, ჩვენი მხრიდანაც უმკაცრესი ზომები იქნება გატარებული. არ არის აქ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას არასამართლიანად და არაკანონიერად ხელი დავაფაროთ. თუმცა, ერთი რამ მინდა გითხრათ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ჩემი დროის 50% იყო დაკავებული იმით, რომ დამეცვა პოლიციელები. ერთს თავი გაუტეხეს, მეორეზე პროცესი სასამართლოშია, ცილისწამებასთან დაკავშირებით. რაღაც ტრადიცია გახდა, ყველამ იცის, რომ პოლიციის დაბრალება უკვე გახდა ინსტრუმენტი კანონის დარვევის შემთხვევაში რაღაც ალიბების შეთხზვის. რაღაც ბალანსი გაგვქეცა, სადღაც გატყდა სიტუაცია და ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველანაირი პოლიტიკური პიოზიციის გათვალისწინების გარეშე, ამ საზოგადოების უსაფრთხოება ყველა ჩვენგანის ინტერესია“, - აღნიშნა გახარიამ. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)