|
2017-12-20 12:47:51, 1673 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: საპატრულო პოლიცია რეფორმირების ახალ ეტაპზე გადადის
გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომი ეტაპზე გადასვლაზე ისაუბრა. „მოგეხენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ საპატრულო პოლიციამ განიცადა რეფორმირება. ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. თუმცა აქ მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითდი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში, თვითონ ინსტიტუტში საჭიროებს დახვეწას. რეალურად, ინსტიტუციონალური მოწყობა ჯერ კიდევ დასახვეწია. საერთოდ არ მუშაობს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფრულება და ,,დიჯიტალიზაცია.’’ შესაბამისად, ჩვენ დღეს აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციის მომსახურეობა ფართოვდება, მოქალაქეებში სერვისზე მოთხოვნა იზრდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, თუ ე.წ. ,,ბექის’’ კომპონენტი სასწრაფოდ არ დალაგდა, საპატრულო პოლიციის რეფორმირება და განვითრება იქნება რთული. ,,პირველი ამოცანები რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას ეს არის ინსტიტუციონალური მოწყობის გადალაგება და შიდა პროცესების დალაგება, მათი დიჯიტალიზირება, სადაც ეს შესაძლებელია რომ გახდეს უფრო სწრაფი, უფრო მოქნილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციამ უწყების სხვა მიმართულებების სერვისებთან ერთად უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული გარკვეული პლატფორმის სახე. მისივე განცხადებით, საპოლიციო სერვისები სულ უფრო და უფრო გაფართოვდება და მოხმარდება უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)