13:16 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:17:48, 1719 ნახვა

კომენტარი
ჩხენკელი: ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, ფართომასშტაბიანი კამპანია უკვე დაწყებულია.

მინისტრის განცხადებით, ფსიქოლოგები სკოლებში აქტიურად მუშაობენ თუმცა, სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება, რადგან სამინისტროს მიზანია, არა მხოლოდ ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძალადობისა და ბულინგის აღსაკვეთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სათანადო ინფორმირება. შესაბამისად,  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები მიეწოდებათ. მინისტრი მიიჩნევს, რომ პრობლემების ცხადად  დასანახად და მათ გადასაჭრელად  აუცილებელია ბავშვების  ჩართულობა და მათთან უწყვეტი დიალოგი. ამიტომ,  უკვე დაწყებულია მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“.

მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში,  რომ სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ, რადგან მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics