22:39 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 15:49:29, 341 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მთავრობის წარმომადგენლებს წარმატებას ვუსურვებ და ყველა მინისტრთან ვითანამშრომლებ

„მთავრობის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ და ყველა  მინისტრთან ვითანამშრომლებ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ეკონომიკა, აუცილებელია ეფექტური ღონისძიებების გატარება სავალუტო პრობლემების დასაძლევად, ეკონომიკის უფრო ძლიერი იმპულსების მისაცემად. არის სირთულეები და გამოწვევები საგარეო პოლიტიკის თავლსაზრისით და აუცილებელია, დემოკრატიული დღის წესრიგის შენარჩუნება. ვუსურვებ წარმატებას და ვითანამშრომლებ მთავრობის ყველა მინისტრთან“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 38 პარლამენტის წევრმა მისცა. კენჭისყრა წუხელ, გვიან ღამით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics