12:33 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 16:34:49, 2324 ნახვა

კომენტარი
ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა „მაუწყებლის შესახებ კანონს“ ვეტო უნდა დაადოს

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა "მაუწყებლის შესახებ კანონს" ვეტო უნდა დაადოს.

ჯანგირაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც საზმაუს წარმომადგენლობას მოუსმენს.

"შეთანხმებით არაფერზე შევთანხმებულვართ, ჩვენ ვუთხარით მას ჩვენი არგუმენტები ყველა ასპექტში, დაწყებული კომერციული ნაწილიდან დამთავრებული სტარტაპებით და გამჭვირვალობით. პრეზიდენტმა მოისმინა ჩვენი არგუმენტები და საზმაუს წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შემდეგ ის მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სასურველია, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადოს. კომერციული მაუწყებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს არის უსამართლობა, როდესაც ამხელა ბიუჯეტის მქონე არხი შემოდის კიდევ კომერციულ ბაზარზე და წაიღებს კერძო კომპანიების წილს. ეს განსაკუთრებით აზარალებს რეგიონულ და მცირე კომპანიების წილს. მიუღებელია ამ კანონპროექტის ამ ფორმით გატანა განსახილველად, როდესაც მთავარმა წამყვანმა კომიტეტმა ჩააგდო ეს პროექტი, მაგრამ პლენარულ სხდომაზე მაინც გაიტანეს",-განაცხადა ჯანგირაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics