|
2017-12-18 12:14:40, 2169 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, სირიის ლიდერი ბაშარ ასადი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, - ამის შესახებ მაკრონმა ტელეკომპანია France24-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ასადმა პასუხი პირველ რიგში სირიელი ხალხის წინაშე უნდა აგოს. "ჩვენ ახლახანს, კოალიციის მეშვეოობით მოვიგეთ ომი ერაყში. მგონია, რომ თებერვლის ბოლომდე ომს მოვიგებთ სირიაშიც. ბაშარ ასადი სირიელი ხალხის მტერია, თუმცა ჩვენ უნდა ვესაუბროთ მას და მის წარმომადგენლებს. ასადმა ჩადენილი დანაშაულის გამო სირიელი ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს, რის შემდეგაც საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ "ისლამურ სახელმწიფოსზე" გამარჯვების შემდეგ, ასადის მმართველობაც დასრულდება. "კოალიციის პრიორიტეტი არ არის ასადის დამხობა. ჩვენ ISIS-ის წინააღმდეგ ვიბრძვით, თუმცა როდესაც ტერორისტული დაჯგუფება დამარცხდება, ასადის ხელისუფლების დროც მორჩება", - დასძინა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვების შესახებ განაცხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)