|
2017-12-16 16:51:07, 985 ნახვა
რეგიონი
აჭარაში რაგბის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
დღეს, ბათუმის რაგბის სტადიონზე აჭარაში სარაგბო კლუბის დაარსების 27 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ვეტერანმა რაგბისტებმა ამხანაგური თამაში გამართეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ზურაბ პატარაძემ აჭარის რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ზვიად უნგიაძესთან ერთად რეგიონში მოღვაწე ვეტერანი რაგბისტები დააჯილდოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს რეგიონში რაგბის განვითარებაში მიღებული მონაწილეობისათვის, ასევე „ქართუ ჯგუფს", რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალაქ ბათუმის თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსის შექმნასა და ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში. დღესვე, ბათუმის "რაგბი არენაზე" საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ბათუმი", ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა-სარასენსს" უმასპინძლებს. ზურაბ პატარაძემ მნიშვნელოვანი მატჩის წინ „ბათუმის" რაგბისტები მოინახულა, გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)