22:39 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 10:55:14, 432 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ომი არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ დაუშვას

„ომი არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ დაუშვას“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 21-ე  საუკუნეში სხვა ფორმით უნდა მოხერხდეს ადამიანების ურთიერთობის გარკვევა.

„მე პრაქტიკულად ყოველ წელს მოვდივარ აქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ შემთხვევაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც სამწუხაროდ, ისეთი პრიორიტეტია მსოფლიოსთვის დღეს, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ. ომი არის ყველა დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ, სახელმწიფოებმა დაუშვან. ხოლო 9 მაისი გვახსენებს, იმას რომ სახელმწიფოებმა ეს არასდროს არ უნდა დაუშვან და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ, 21-ე საუკუნეში სხვა ფორმით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობის გარკვევა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics