12:32 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 19:48:56, 1828 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა, დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი

 „ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტი სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა, თუმცა, მის მიუხედავად, ოპოზიცია სხდომას არ ესწრება.

„ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვიღებთ კონსტიტუციურ კანონპროექტს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მივიღეთ უკვე ძალიან დახვეწილი დოკუმენტი კონსტიტუციის სახით, თუმცა იყო დამატებითი თხოვნები და მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან, რაც გაიზიარა ვენეციის კომისიამ და ამის საფუძველზე გაგვიწია რეკომენდაცია, რომ დამატებით გარკვეული ცვლილებები აგვესახა კონსტიტუციაში. სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად, ჩვენ შეგვაქვს ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა ხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი, ოპოზიცია არ ესწრება სხდომას. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე მაქვს დიდი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დაიხვეწება და შვიდი წლის თავზე, როდესაც ჩვენ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, გვექნება შედეგად პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის უფრო მაღალი ხარისხი და პოლიტიკური კულტურის განვითარების უფრო მაღალი დონე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics