12:31 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 18:59:54, 1975 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი კალაძეს: თქვენ რვა ოპოზიციონერთან საუბარს, რვა სულ ქურდთან საუბარი გირჩევნიათ

„მე მესმის თქვენი ბატონო კახი, თქვენ რვა ოპოზიციონერთან საუბარს, რვა სულ ქურდთან საუბარი გირჩევნიათ“, - ასე მიმართა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხავებიშვილმა თბილისის მერ კახა კალაძეს.

ხაბეიშვილმა დედაქალაქის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ისეთ პოზაშია, თითქოს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერია და არა ყველა თბილისელის“.

„თქვენგან განსხვავბით დაწერილს არ ვკითხულობ და ჩემ დროს ჩემი აზრების გადმოცემისთვის გამოვიყენებ. მესმის რომ ძალიან მძიმეა, როცა ათასობით ლარს ვიხდით იმისთვის, რომ თქვენ პიარი მოგემსახუროთ და ამ დროს თქვენ გირჩევენ, რომ ოპოზიციას თურმე უნდა დასცინოთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ და თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია აქვს, ან კითხვა აქვს, მარგინალი უნდა უწოდოთ და ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ. ამ შეურაცხყოფაში მე არ შემოგყვებით. მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც ახლოს არის საქმესთან. თქვენ აქ თქვით, ბავშვების კვება რა შუაშია, ისინი სამჯერ ჭამენო? თქვენ ან არ მისმენთ, ან არ გესმით. მე ვთქვი, რომ აქამდე ერთი ბავშვის კვება ჯდებოდა 1.80 ლარი, ახლა ჯდება 3.60. მაშინაც სამჯერადი კვება იყო და ახლაც. გეკითხებით, თუ ბავშვებისთვის გაძვირდა წიწიბურა და შაქარი, რატომ არ გაძვირდა სოციალურად დაუცველებისთვის? რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, თქვენ ამ ხარჯების შემცირების დაპირებით მოდიოდით და მქონდა მოლოდინი, რომ რაღაცას მაინც მოაკლებდით. ამ დროს თქვენ გამოეცით ბრძანება, რითაც შტატგარეშე მოსამსახურეებად ადამიანები დანიშნეთ. ცუდი ის არის, რომ ტყუილებით დაიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა. თქვენ თბილისელებმა აგირჩიათ მერად, მერე რა, რომ მე არ აგირჩიეთ, რატომ ხართ ისეთ პოზაში, თითქოს მარტო „ქართული ოცნების“ მერი ხართ და არა დანარჩენი თბილისელების“, - მიმართა ხაბეიშვილმა კახა კალაძეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics