|
2017-12-15 13:12:35, 2669 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტსა და მის რუს კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. Alarabiya-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ისაუბრეს. ლიდერებმა დეტალურად განიხილეს არსებული ვითარება და ამ თემაზე კომუნიკაციის შენარჩუნების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას თეთრი სახლი და კრემლის პრესსამსახური ადასტურებს. ამასთან, თეთრი სახლში განმარტეს, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ მოგვიანებით სპეციალური განცხადება გაკეთდება. რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების მთავრობამ ფხენიანთან დიალოგის დაწყების სურვილი გამოთქვა. ვაშინგტონში გამართულ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე რექს ტილერსონმა განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. ამ თემას ვლადიმერ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად გამოეხმაურა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)