|
2017-12-14 14:35:56, 1996 ნახვა
მსოფლიო
ილჰამ ალიევი: აშშ-მა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობისა და ამერიკის საელჩოს ამ ქალაქში გადატანის შესახებ, შემაშფოთებელია. ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად იმოქმედებს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამართლიან და ყოველმხრივ დარეგულირებაზე და შესაძლოა, ჰქონდეს საშიში შედეგები ახლო აღმოსავლეთისთვის. ამერიკამ ამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს“, - განაცხადა ალიევმა სიტყვით გამოსვლისას. შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები დაიწყო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)