|
2017-12-14 13:05:18, 2206 ნახვა
მსოფლიო
წელს მიანმარში 7 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი მოკლეს
მიანმარში, 2017 წლის აგვისტოდან დღემდე, როჰინჯას 7 ათასამდე წარმომადგენელი მოკლეს. სტატისტიკას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნის გამო, მიანმარიდან ბანგლადეშში 600 ათასზე მეტი როჰინჯა გაიქცა. მიანმარის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი 730 ბავშვია მათგან ნახევარი 5 წლამდე ასაკის. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, მიანმარი 830 ათასზე მეტმა როჰინჯა მუსლიმმა დატოვა. მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ დაიძაბა, როდესაც "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე თავდასხმა მოაწყვეს და ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი მოკლეს. როჰინჯა მიანმარის ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობაა. ქვეყანაში დაახლოებით მილიონი როჰინჯა ცხოვრობს. მათი უმრავლესობა მუსლიმია, მაშინ, როდესაც მიანმარის მოსახლეობის 90% - ბუდისტია.ისინი მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)