|
2017-12-13 19:43:49, 1772 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, აუცილებლად სწორი მოდელით
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში გამორიცხულია „ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და დებატების შედეგი უნდა იყოს ის მოდელი, რასაც სახელმწიფო აირჩევს. აქ უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. დიდი აზრთა გაცვლის შემდეგ უნდაჩამოვყალიბდეთ მოდელზე, რომელიც საუკეთესოდ იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად არის დასაწყები, მაგრამ დასაწყები არის სწორი მოდელით. „ამ მოდელზე კონსულტაციები, ბუნებრივია, გაგრძელდება, მაგრამ ეს რომ არ დავიწყოთ 2018 წელს, ამის არგუმენტი არ გვაქვს. ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ და უკეთესი იქნებოდა აქამდეც დაწყებულიყო. საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება, ნებისმიერქვეყანაში გამორიცხულია. ნებისმიერი სხვა მოდელი, რაც კი ვინმემ სცადა, არ იყო წარმატებული. არ გვინდა ახალი ველოსიპედის გამოგონება. საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, მაგრამ სწორი მოდელიუნდა შეიქმნას. თქვენ თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას მაინც, რომ სოციალური უზრუნველყოფის მიღება საპენსიო რეფორმის გარეშე მოხდა, ოპოზიციის არგუმენტს აუცილებლად გავიზიარებ, მაგრამამას ფიზიკურად ვერ დამისახელებთ. ყველა ქვეყანამ გააკეთა აღნიშნული რეფორმა. უნდა დავიწყოთ აუცილებლად სწორი მოდელით", - განაცხადა ბახტაძემ. (NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)