11:48 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:07:16, 1760 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე სააკაშვილის საქმეზე: ასეთ ხარჯებს ეწევა ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომლებსაც უყვართ გზებზე სუფრის გადაფენა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, დასახელებული არგუმენტი, რომლის გამოც, უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯა სურდა, აბსურდულია.

გოცირიძის თქმით, მსგავსი აბსურდი ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, როდესაც სააკაშვილს მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო ასამართლებენ:

„უკრაინაში პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა იმის გამო, რომ თურმე მას რომელიღაც ქვეყნის სპეცსასახურებიდან ემუქრებოდა სიკვდილი. ამიტომ, მასზე ზრუნვის გამო გადაწყვიტეს ჩაეკეტათ სახლში.მსგავსი აბსურდი ხდება დღეს საქალაქო სასამართლოში. სააკაშვილს ასმართლებენ მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო. კუბაშიც კი არ მომხდარა, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინათ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის.

პრეზიდენტმა, რომელმაც გაუნახევრა პატიმრობის ვადა 179 ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარ ადამიანს, რომლებმაც მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, სწორედ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შესრულების გამო დღეს ეს აბსურდული სასამართლო მიმდინარეობს.ძალიან სასაცილოს  ჟღერს ე.წ. ვენოკების საქმე. პრეზიდენტმა თაიგული მიართვა კაჩინსკის გარდაცვალების დღეს, ვაცლავ ჰაველს და ეს  ინვოისები გამოფინეს, როგორც პრეზიდენტის მიერ გაეწული უკანონო ხარჯების დამადასტურებელი.

ახლა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ინვოისი სამარცხვინო ფაქტი, 2010 წელს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, რომლის დაკრძალვასაც ესწრებოდა სააკაშვილი, მიიტანა სამგლოვიარო თაიგული და ეს თაიგული და ინვოისი არისჯანაშიას საქმეზე წარდგენილი როგორც უკანონო ხარჯის დამადასტურებელი მაგალითი“,-აღნიშნა გოცირიძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტს მაღალი თანამდებობის  სახელმწიფოს წარმომადგენლებთან  რესტორანში, ან სხვაგან გაწეულ  ხარჯებსაც კი უთვლიან:

„ასეთ ხარჯებს დღეს ეწევა ყველა მაღალი თანამდებობის პირი-პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და უამრავი სხვა, რომლებსაც უყვართ გზებზე სუფრის გადაფენა, თბილისის მერიაში ერთ დღეში 72 000 ლარი დახარჯეს. ამ აბსურდული საქმეების შეწყვეტას ვითხოვთ, შეწყდეს საკააშვილის დევნა თორემ ეს არ დამთავდება კარგად ხელისუფლებისთვის“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics