|
2015-05-08 17:16:01, 884 ნახვა
ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: დამნაშავეების ძებნის და ურთიერთბრალდებების დრო არ არის
„დამნაშავეების ძებნისა და ურთიერთბრალდებების დრო არ არის“,-ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა ლარის კურსის თემის კომენტირებისას განაცხადა. სადიკოვის თქმით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. „დამნაშავეების ძებნის დრო არ არის, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთად უნდა იმუშაონ, რომ გაუმჯობესდეს ეს მდგომარეობა და ნახონ ის სისუსტეები, რაზეც ძირითადი მუშაობაა საჭირო“,-განაცხადა სადიკოვმა. რაც შეეხება, პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სადიკოვის განმარტებით, პარლამენტს აქვს უფლება იცოდეს ის მიზეზები და ფაქტორები თუ რატომ გაუფასურდა ლარი. „მთავრი ფაქტორი, რამაც ლარის გაუფასურებაზე გავლენა მოახდინა ეს არის დოლარის გამყარება და საგარეო შოკები. ქვეყანაში, რომ არ ყოფილიყო მცურავი გაცვლითი კურსი ეს შოკი საქართველოს კიდევ უფრო ძვირად დაუჯდებოდა. ეს იმოქმედებდა ლარის მყიდველთუნარიანობაზე და რეალურ ეკონომიკაზე. გაიზრდებოდა იმპორტი და შემცირდებოდა ექსპორტრი. მცურავი გავცლითი კურსის პირობებში ქვეყანა უფრო დაცულია“,-განაცხადა აზიმ სადიკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)