|
2017-12-12 11:48:43, 1815 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: მოვუწოდებთ მერიაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს
„დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. „გვსურს გამოვეხმაუროთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქრთამის აღების ფაქტზე, კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტის დაკავებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მთავრობა დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივი ქმედებისა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, შესაბამის ზომებს გაატარებს. „მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობებს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, ზომები გატარდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
(NS)
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)