10:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 16:31:14, 1873 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე „ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დამატებითი არგუმენტების მოსმენა სჭირდება.

„მე შემიძლია  დავადასტურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის „ქართულ ოცნებაში", არის განსხვავებული მოსაზრებები, ჩვენ გვჭირდება დამატებითი არგუმენტები როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, რაღაცის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს მოხმარების გაზრდას, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები გვჭირდება. ასეთი სიღრმისეული განხილვის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.  აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ორივე მხარეს არის არგუმენტები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ყველას და ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მეც მჭირდება არგუმენტები, ჯერჯერობით არ მომისმენია სიღრმისეული არგუმენტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან",- განაცხადა ირაკლიკობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს სიღრმისეული ანალიზის წარდგენისკენ მოუწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

„ მოვუწოდებ ყველა სუბიექტს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში, მათ შორის, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შესაბამისი ანალიზიწარმოადგინონ, წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს გადაწყვეტილების მიღება ნარკოტიკებთანდაკავშირებით. პლატფორმა იქნება საპარლამენტო, პროცესი შესაბამისი პროცედურებით წარიმართება. იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულსხდომებზე განხილვები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ განხილვებში და წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები",- განაცხადასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics